Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | აჭარის დელეგაცია ქალაქ ვროცლავის აფრიკარიუმის მუშაობას გაეცნო
Regions.ge
23 February 2018, 16:20
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დელეგაციის წევრებთან ერთად ვროცლავის აფრიკარიუმი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სტრუქტურას და ტექნოლოგიას გაეცნენ, კერძოდ კი, აფრიკარიუმის მესვეურთაგან მოისმინეს ინფორმაცია ობიექტის წყალმომარაგების, წყლის გაწმენდის სისტემებისა და ხელოვნური მიკროკლიმატის შესახებ.   აფრიკარიუმი ქალაქ ვროცლავში 2014 წელს გაიხსნა და იგი ერთ-ერთი უნიკალურია ევროპაში. თითქმის ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე წარმოდგენილია აფრიკის კონტინენტის მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. 4000-ზე მეტი მცენარე, ეგზოტიკური თევზების სახეობები და ზღვის ცხოველები, რომელთა ნახვაც სპეციალური ტერასებიდან და წყალქვეშა გვირაბებიდანაა შესაძლებელი. ოკეანერიუმი 19 აუზისგან შედგება. აქვე მოწყობილია ორი 8 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი. გარდა ამისა, აფრიკარიუმი აღჭურვილია საკონფერენციო და სასწავლო სივრცეებით, სადაც პერიოდულად იმართება სამეცნიერო ლექციები, შეხვედრები თუ ვორქშოპები. აფრიკარიუმის მესვეურებმა გამოთქვეს მზადყოფნა ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისა ქართველი კოლეგებისადმი. უფრო მეტიც, აჭარის მზარდი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შეხვედრაზე პოლონურმა მხარემ საინვესტიციო პროექტის ბათუმში შესაძლო განხორციელების გეგმაზეც ისაუბრა. უკვე დაიგეგმა მათი ვიზიტი ჩვენს რეგიონში, რომლის ფარგლებშიც პოლონელი ინვესტორები ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

23.02.2018
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი